სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:57 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გააჩერებს "ბაიერნს"?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის „ბაიერნი“ უკვე ძალიან ახლოსაა „ვერცხლის სინთან“, ზედიზედ მერვე ჩემპიონობასთან! თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც „რეკორდმაისტერი“ ხარისხობრივად უშუალოდ მინდორზე აჩვენებს.

არ ვიცით, ჰანს-დიტერ ფლიკმა რა სამუშაო გაატარა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით „ბაიერნი“ ისევ იმ ძველებურ გერმანულ მანქანად გადაიქცა, რომელიც როგორც წესი გვახსოვს და რომელიც, ნიკო კოვაჩის დროს ნამდვილად გაფუჭებული იყო.

ახლა „რეკორდმაისტერი“ ნამდვილად დაუნდობელია და არაფერი აფერხებს. მიუნხენურმა გუნდმა ამჯერად „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენი“ ძალიან ადვილად და აუღელვებლად დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 30-ე გოლი გაიტანა, საერთო ჯამში ყველა ტურნირის ჩათვლით კი თავი 44-ედ გამოიჩინა და კარიერაში ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ჰქონია.

და ტომას მიულერი, რომელმაც მეოცე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, ეს კი არამარტო პირადი, არამედ ზოგადად რეკორდია ბუნდესლიგის ისტორიაში! „ბაიერნის“ უპირატესობა 7 ქულაა, თუმცა 4 ტურიღა დარჩა და ყველამ კარგად იცის, რომ „დორტმუნდი“ საჩემპიონო ბრძოლაში ვერ ჩაებმება.

ლუსიენ ფავრის გუნდმა ბერლინის „ჰერტას“ უმასპინძლა და ემრე ჯანის მეორე ტაიმის დასაწყიში გატანილი გოლით სძლია. „ყვითლებმა“ ამ მოგებით ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი პრაქტიკულად დაიბევეს. სამაგიეროდ ისევ არასტაბილურია „ლაიფციგი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსან, უიმედო ვითარებაში მყოფ „პადერბორნთან“ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა. მიუხედავად დაკარგული ორი ქულისა, იულიან ნაგელსმანის გუნდის ვითარება კონკურენტებთან შედარებით გაუმჯობესდა, რადგან ამ ტურში „ლევერკუზენიც“ და „გლადბახიც“ უქულოდ დარჩნენ.

„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 2:4 (1:3)

გოლები: 1:0 ალარიო (10), 1:1 კომანი (27), 1:2 გორეცკა (42), 1:3 გნაბრი (45), 1:4 ლევანდოვსკი (66), 2:4 ვირცი (89)

„აინტრახტი“ – „მაინცი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ნიახატე (43), 0:2 კუნდე (77)

„დიუსელდორფი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჰენინგსი (5), 1:1 დაბური (16), 1:2 ცუბერი (61), 2:2 ჰენინგსი (76, პენ)

„ლაიფციგი“ – „პადერბორნი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 შიკი (27), 1:1 სტროდიკი (90)

„დორტმუნდი“ – „ჰერტა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ემრე ჯანი (58)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.145964
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X