ფეხბურთი

21:25 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"განრისხებული იყო" - ვან დერ ვაარტმა რონალდუზე ისტორია გაიხსენა, მაგრამ შეუსაბამო და ბევრი უზუსტობით

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა პეტერ კრაუჩთან ინსტაგრამზე საუბარში კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული ეპიზოდი გაიხსენა.

თუმცა, ნიდერლანდელის ნაამბობში რამდენიმე უზუსტობაა, მაგრამ იქამდე ვან დერ ვაარტის ისტორიას გავეცნოთ:

„კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვითამაშე. ერთხელ „რეალმა“ ხიხონის „სპორტინგი“ 6:0 დაამარცხა და ჰეთ-თრიქი შევასრულე, მაგრამ კრიშტიანუმ გოლი ვერ გაიტანა და გასახდელში გაცოფებული, განრისხებული იყო. ჩვეულებრივ, იქ მე და შენ რომ ვყოფილიყავით, ლუდის დასალევად წავიდოდით“, - უთხრა ვან დერ ვაარტმა კრაუჩს.

თუმცა, ჩვენის მხრივ უნდა აღვნიშნოთ, რომ ვან დერ ვაარტმა ერთადერთი ჰეთ-თრიქი „რეალის“ შემადგენლობაში სწორედ „სპორტინგთან“ შეასრულა, რომელიც „რეალმა“ არა 6:0, არამედ 7:1 მოიგო. მაგრამ ეს თამაში 2008 წლის 24 სექტემბერს გაიმართა, როდესაც რონალდუ „რეალში“ საერთოდ არ თამაშობდა და ჯერ კიდევ „მანჩესტერის წევრი იყო.

პორტუგალიელი და ვან დერ ვაარტი თანაგუნდელები ერთი წლის შემდეგ გახდნენ, მაგრამ რაფაელის კარიერაში მადრიდული გრანდის მაისურით სხვა ჰეთ-თრიქი არ ფიქსირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106969