ფეხბურთი

19:18 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ერთ წუთში დამარწმუნა" - გვარდიოლამ ჩავის "ბარსელონას დატოვება გაადაფიქრებინა

ყატარული „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გაიხსენა, რომ „ბარსელონას“ მისი გაყიდვდა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამიტომ, თავადაც ტოვებდა გუნდს. თუმცა, პეპ გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

„ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბეგირსტაინის მეშვეობით გავიგე, რომ კლუბს ჩემი გაყიდვა სურდა. სალაპარაკოდ გვარდიოლასთან წავედი და ჩემი განზრახვა შეიცვალა. აღარც „ინტერის“ და აღარც „ბაიერნის“ წინადადება არ მახსოვდა, მითხრა, რომ გუნდი ჩემს გარეშე ვერ წარმოედგინა.

პეპს ჩემს დასარწმუნებლად მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა. მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთგაგება ფუნდამენტურია“, - თქვა ჩავიმ.

0.132475