ფეხბურთი

15:26 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიხტი: "იუვენტუსის" დიდება უზარმაზარია"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას დე ლიხტმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის დიდება უზარმაზარია. 21 წლის ფეხბურთელის განცხადებით, იტალიაში ძალიან ბედნიერია და „აიაქსთან“ შედარებით ტურინელთა საერთაშორისო განზომილება განსხვავებულია.

„როდესაც „იუვენტუსმა“ შემიძინა, პირველი გრძნობა ბედნიერება იყო. აზიის შეკრებაზე თავიდანვე მივხდი, რომ გუნდის დიდება უზარმაზარია, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან „იუვეს“ ფანებს ვხვდებოდი. „აიაქსისგან“ მთავარი განსხვავება საერთაშორისო განზომილებაა და განსაკუთრებით ამან გამაოცა. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ და ვგრძნობ, რომ ყოველდღე მათთან ერთად ვვითარდები.

ვის გამოვარჩევდი? რონალდუ საოცარი პროფესიონალია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ნუთუ მართლა 35 წლისაა... თუმცა, მას არ დავასახელებ, რადგან ყველამ იცის ვინ არის კრიშტიანუ და რა შეუძლია. ამიტომ, ორ ფეხბურთელს გამოვარჩევ. ერთი პაულო დიბალაა, რომელიც საოცრად ტექნიკურია, მეორე კი, როდრიგო ბენტანკური. ეს შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ძალიან დიდი ტექნიკური თვისებები აქვს, ვფიქრობ სათანადოდ შეფასებული არაა, ძალიან დიდი მომავალი აქვს“, - თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი „იუვენტუსს“ „აიაქსიდან“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 27 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114715