ფეხბურთი

14:49 | 6.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პედრო კარიერას იტალიაში გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი პედრო სავარაუდოდ კარიერას იტალიაში გააზიარებს. Goal-ის ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს „რომამ“ კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

2-წლიანი ხელშეკრულება 1 წლის გახანგრძლივების პერსპექტივით - ასეთია იტალიელთა წინადადება.

პედროს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და გადაწყვეტილია, რომ ინგლისურ გუნდს დატოვებს.

ესპანელი „არისტოკრატებში“ 2015 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და მას შემდეგ 201 შეხვედრაში 43 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117371