ფეხბურთი

21:54 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერია A-ში 5 ცვლილება დაამტკიცეს

იტალიის სერია A-ში ფიფას შეთავაზება მიიღეს და 2019-2020 წლების სეზონის ბოლომდე თამაშში თითოეულ გუნდს 5 ცვლილებების უფლება ექნება.

ამრიგად, გერმანიის ბუნდესლიგის, ინგლისის პრემიერლიგის შემდეგ იტალიაშიც დაამტკიცეს შეთავაზებული შეღავათი, რომელიც კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობის გამო ფიფას ინიციატივაა.

გუნდებს 5 შეცვლის გაკეთების უფლება მაქსიმუმ სამი პაუზის მომენტში ექნებათ.

შეგახსენებთ, სერია A სამთვიანი პაუზის შემდეგ 20 ივნისს განახლდება და სეზონი 2 აგვისტოს უნდა დასრულდეს.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128903