სხვა

17:54 | 5.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი 14 ივნისს რეი ბონგს დაუპირისპირდება

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მეექვსე ბრძოლას 14 ივნისს ჩაატარებს.

დვალიშვილის მეტოქე ამერიკელი რეი ბონგი იქნება, რომელმაც უეფსიში აქამდე 12 შეხვედრა გამართა და 7 შემთხვევაში მოიგო, 5-ჯერ კი დამარცხდა.

ქართველ სპორტსმენს კი სულ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც ბოლო სამი დაპირისპირება მოიგო. უშუალოდ აღნიშნული დაპირისპირება კვირას, 14 ივნისს, თბილისის დროით დილის ათ საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125576