31 ივლისიდან NBA დაბრუნდება. ვარაუდი გამართლდა და ლიგამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარტში შეწყვეტილი სეზონი 31 ივლისიდან განახლდება.
შეხვედრებს ორლანდის Disney World-ი უმასპინძლიბს და მასში 30 გუნდის ნაცვლად 22 ითამაშებს.
აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე უარესი შედეგის მქონე 8 გუნდისთვის, რომელთანაც ორი დასავლეთ კონფერენციას, ხოლო ექვსი აღმოსავლეთ კონფერენციას წარმოადგენს, სეზონი დასრულდა და შვებულებაში არიან.
31 ივლისიდან კი, სეზონს 13 დასავლეთის და 9 აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდი განააახლებს. ამ დროისთვის არსებული სატურნირო ცხრილის მიხედვით პლეი-ოფის ზონაში მყოფ 16 გუნდს კიდევ 6 კლუბი („ნიუ ორლეანი“, „ფინიქსი“, „პორტლენდი“, „საკრამენტო“, „სან ანტონიო“ და „ვაშინგტონი“) დაემატა.
ვთქვათ ისიც, რომ რეგულარუ სეზონში თითო გუნდი 8 თამაშს ჩაატარებს. ცნობისთვის, NBA-ს 30 გუნდიდან სეზონის 31 ივლისს განახლებული ფორმატით განახლებას მხარი 29 გუნდმა დაუჭირა და ერთადერთი წინააღმდეგი „პორტლენდი“ გახლდათ.