ფეხბურთი

19:46 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერულმა დერბიმ 37 ადამიანის კორონავირუსით გარდაცვალება გამოიწვია

მანჩესტერულმა დერბიმ, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ 8 მარტს გაიმართა, კორონავირუსით 37 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

The Guardian-ი აქვეყნებს Edge Health-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულმა „იუნაიტედისა“ და „სიტის“ შეხვედრამ COVID-19-ის გავრცელებას ხელი შეუწყო და 37 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ იმავე კვლევით დადგინდა, რომ „ლივერპული“ „ატლეტიკოს“ შეხვედრამ 41 ადამიანი იმსხვერპლა.

რაც შეეხება 8 მარტს გამართულ მანჩესტერულ დერბის, „იუნაიტედმა“ მარსიალისა და მაკტომინეის გოლებით 2:0 მოიგო.

0.112562