თამაშგარე

13:22 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ისევ უჩივიან

მსოფლიო სპორტის ბულვარულ ამბავნარში სათანადოდ გათვითცნობიერებულმა მკითხველმა ალბათ კარგად იცის, რომ ჯერ კიდევ შარშან ინგლისელი მოდელი და მსახიობი ჟასმინ ლენარდი პორტუგალიელ მობურთალ კრიშტანუ რონალდუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა და უწინდელი გაუპატიურების გამო მისგან კომპენსაციასაც ითხოვდა.

მოძალებული კორონავირუსული პანდემიის გამო აბა ვიღას ახსოვდა ეს სკანდალი და ვიღას ეცალა ჟასმინ ლენარდისათვის... თუმცა, აგერ დადგა ზაფხული და ინგლისელმა მსახიობმა ბულვარული ამბების მოყვარულ საზოგადოებას სკანდალური განცხადებებით თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.

ლენარდი ამბობს, რომ რონალდუს არ მოეშვება, სანამ ეს უკანასკნელი არ აღიარებს, რომ მასთან ურთიერთობის დროს ხშირად იყენებდა ფიზიკურ ძალას და თელავდა ვითარცა დაუცველ იას. კრიშტიანუ ამ ყველაფერს მტკიცედ უარყოფს, მაგრამ განა ეს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად საკმარისია?...

0.120991