ფეხბურთი

0:54 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარადონას "ხიმნასიამ" ახალი კონტრაქტი გაუფორმა

დიეგო არმანდო მარადონა „ხიმნასია ლა პლატას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას აგრძელებს. როგორც არგენტინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთის ლეგენდასთან ხელშეკრულება გახანგრძლივდა.

„ხიმნასია ლა პლატა“ გაცნობებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონასთან თანამშრომლობა 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მარადონამ „ხიმნასია“ 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა, გუნდს 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 8 წააგო და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111113