ფეხბურთი

0:22 | 4.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის თასის ფინალი მაყურებლებით და ზივზივაძის გუნდის მტკივნეული მარცხი

უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდი“ „ჰონვედს“ გაეჯიბრა და კარგი შანსი ჰქონდა ტიტული მოეპოვებინა, მაგრამ მარცხი განიცადა - 1:2.

პირველი ტაიმის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო 56-ე წუთზე „ჰონვედმა“ მეორე და როგორც გაირკვა, გამარჯების გოლი გაიტანა, შედეგად, თასს დაეუფლა.

ვთქვათ ისიც, რომ უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" 10 000 მაყურებელი დაუშვეს და მათ შორის დისტანციის დაცვა სავალდებულო არ ყოფილა.

ბუდუმ კი „მეზოკოვესდის“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა. ზივზივაძემ უნგრეთის თასზე მთლიანობაში 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო უნგრეთის ჩემპიონატში 8 გოლი აქვს გატანილი და მისი გუნდი 45 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122357