ფეხბურთი

23:48 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში ფეხბურთელებს სოლიდარობისთვის არ დასჯიან

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ოთხ ფეხბურთელს, რომლებმაც ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, არ დასჯის. ამის შესახებ DFB ოფიციალური განცხადებიდან იტყობინება.

„მივესალმები DFB-ს საკონტროლო კომიტეტის წინდახედულ გადაწყვეტილებას და ამით ძალიან ბედიერი ვარ. ასოციაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება რასიზმის ნებისმიერ ფორმას და ამიტომ, მოთამაშეებს ჟესტის გვესმის და პატივს ვცემთ“, - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა ფრიც კელერმა.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდის მიმართ სოლიდარობის ჟესტით ვესტონ მაკ-კენი, ჯეიდონ სანჩო, მარკუს ტურამი და აჩრაფ ჰაკიმი გამოირჩნენ.

0.134371