ფეხბურთი

20:45 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემში" კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბებში 1-2 ივნისს კორონავირუსის მორიგი ტესტირება ჩატარდა. საერთო ჯამში 1197 ადამიანს ჩაუტარეს გამოკვლევა და ერთ შემთხვევაში პასუხი დადებითია.

დაინფიცირებული ადამიანი 7 დღის განმავლობაში კარანტინში დარჩება და შემდეგ ისევ ტესტირებას გაივლის.

ეს ერთადერთი დაინფიცირებული ლონდონის „ტოტენჰემს“ წარმოადგენს, თუმცა მისი ვინაობა ამ ეტაპზე ანონიმურია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება.

0.112017