ფეხბურთი

22:35 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფეხბურთი მთავარი არაა, მაგრამ ჩემი ვნებაა" - კლოპი დაბრუნებით ბედნიერია

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა პრემიერლიგაში ჩემპიონობა უკვე მოიპოვა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.

„ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით, წარმოუდგენლად მენატრებოდა ფეხბურთი, ძალიან. შესანიშნავი იქნება ჩემი საოცარი გუნდის თამაშის ისევ ნახვა. ვიცი, რომ ფეხბურთი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის ჩემი ვნება. იმედია ხალხიც მოუთმენლად გველოდება, რადგან ჩვენ აქ ვართ.

ბევრი სამუშაო გვაქვს, არ ვიყურებით კალენდარში იმაზე ფიქრით, როდის მოვიგებთ პრემიერლიგას. გვინდა, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. როგორ იზემებენ ფანები ტიტულს? მე ნადვილ საკითხებზე მიყვარს ფიქრი. ჩემპიონები ჯერ არ ვართ, ახლოს ვართ, მაგრამ ტიტული ჯერ ჩვენი ისევ არაა. 9 თამაშია დარჩენილი და 27 ქულაა ხელმისაწვდომი, ზეიმს რაც შეეხება ეს რა თქმა უნდა იქნება, როდესაც ამის გაკეთების უფლებას მოგვცემენ“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება და „ლივერპულს“ „მანჩესტერ სიტისთან“ 25-ქულიანი უპირატესობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114064