ფეხბურთი

18:40 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ფეხბურთელების მხარდაჭერა ჯორჯ ფლოიდს და გამოსახული H

„ლივერპულის“ შემდეგ ჯორჯ ფლოიდს სოლიდარობა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებმა გამოუცხადეს და საკუთარ ბაზაზე მთელმა გუნდმა მისი სიკვდილის წიანაშე მუხლი მოიყარა.

„ჩელსის“ ფეხბურთელთა ფოტო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ მათ H გამოსახეს, როგორც პირველი ასო სიტყვისა - Humans (ადამიანები).

„ამ დილით კობჰემში ვარჯიშის დაწყებამდე „ჩელსის“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა შექმნეს ასო H ადამიანებისთვის და დაიჩოქეს, რომელიც მხარს უჭერს #BlackLivesMatter-ს ლოზუნგს“, - წერია ლონდონური გუნდის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, ჯორჯ ფლოიდი რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში პოლიციელმა მოკლა, რასაც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.

0.151769