ფეხბურთი

17:19 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

1/4 ფინალებიდან ერთ ქალაქში მშრალი მატჩებით - უეფას გეგმა ჩემპიონთა ლიგის ფორმატზე

უეფა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფორმატის დროებით შეცვლას სერიოზულად განიხილავს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებიდან ერთ ქალაქში გამართვა იგეგმება.

მერვედფინალში ოთხი საპასუხო შეხვედრაა გასამართი, რის შემდგომაც ტურნირი მეოთხედფინალებიდან ერთმატჩიანი დაპირისპირებებით გაგრძელდება პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში და ტურნირი 7-10 დღის ინტერვალში ჩატარდება.

ერთ ქალაქში ჩემპიონთა ლიგის გამართვით უეფა თავიდან აიცილებს გუნდების ზედმეტ ფრენებს, რაც დამატებით რისკებთანაა დაკავშირებული. ლისაბონში კი ისინი მიიღებენ ყველაფერს, სასტუმროებს, სავარჯიშო მოედნებსა და სხვა აუცილებელ პირობებს.

ჯერჯერობით უეფას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. 17 ივნისს უეფას აღმასკომის სხდომაა ჩანიშნული და ვარაუდობენ, რომ სწორედ მაშინ მოეფინება ყველაფერს ნათელი.

0.112521