სხვა

14:49 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს

„დინამო თბილისი“ 2020-2021 წლების სეზონში წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ზედიზედ მეორედ. „ველური ბარათი“ უკვე გადაეცა 10 გუნდს და მათ შორის, ერთი „დინამოა“.

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „დინამო“ (საქართველო), „იადრან ჰერცეგ ნოვი“ (მონტენეგრო), იუგ დუბროვნიკი (ხორვატია), „მარსელი“ (საფრანგეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „პრო რეკო“ (იტალია), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია) და „ბერლინი“ (გერმანია).

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მონაწილეთა რაოდება 16-დან 12-მდე შემცირდა და დანარჩენი ორი საგზურის მფლობელის ვინაობას საკვალიფიკაციო ეტაპი გაარკვევს. ჯგუფური ეტაპი 11/12 ნოემბერს დაიწყება, 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება და საუკეთესო ოთხ-ოთხი პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას (მეოთხედფინალიდან).

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე 2019-2020 წლების სეზონშიც თამაშობდა და ჯგუფურ ეტაპზე 10 მატჩიდან ერთადერთი გამარჯვება მოიპოვა („მარსელთან“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115553