სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:55 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მივიწყებული მატჩი - თემურ ქეცბაიას დუბლი და ფანტასტიკური საგოლე პასი "ევერტონთან" (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თემურ ქეცბაიას ნიუკასლური კარიერიდან ძირითადად „ბოლტონთან“ გატანილი გოლი და ემოციური აღნიშვნა გვახსენდება ან ზაგრების „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი.

თუმცა, შესაძლოა ბევრს აღარც ახსოვდეს, 1999 წლის 7 მარტის საღამო. „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლ იუნაიტედი“ ლივერპულის „ევერტონს“ დაუხვდა, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში.

რუუდ გულიტის გაწვრთნილმა „კაჭკაჭებმა“ „კანფეტებს“ შანსი არ დაუტოვეს და 4:1 სძლიეს, ხოლო ქეცბაიას დიდებული თამაში ჰქონდა, ალბათ „ნიუკასლში“ საუკეთესოც.

თემურმა ლივერპულელები 21-ე წუთზე დაამწუხრა და ანგარიში გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. საინტერესოა, რომ ორივე გოლი ქართველმა საჯარიმოს გარედან გაიტანა. სულ მალე, 81-ე წუთზე კი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, როდესაც ლეგენდარულ ალან შირერს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში დაეხმარა. სხვათა შორის, რიგითი საგოლე პასი არ გეგონოთ, დიდებულად ითამაშა საჯარიმოში, ორი მცველი ერთი მოძრაობით უსაქმოდ დატოვა და ინგლისელ ბომბარდირს ისეთი პასი მისცა, ალანს გატანის გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა.

თემურის ბრწყინვალე თამაშით კი „ნიუკასლი“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ტოტენჰემს“ აჯობა და ფინალის საგზურიც მოიპოვა. თუმცა, სატიტულე შეხვედრაში გულიტის გუნდი ტრებლისკენ შემართულ „მანჩესტერთან“ ვერას გახდა და 0:2 დამარცხდა.

ცნობისთვის, 1998-1999 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ქეცბაიამ „ნიუკასლის“ მაისური 34-ჯერ მოირგო (22-ჯერ იყო ძირითადში) და 8 გოლი გაიტანა. თანაგუნდელებში მასზე უფრო შედეგიანი სეზონი ალან შირერს ჰქონდა (21 გოლი).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.116423
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X