კალათბურთი

10:20 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯეი არ სმითი აქტივისტს, რომელმაც მანქანა დაუზიანა, ფიზიკურად გაუსწორდა (+VIDEO)

NBA-ს კალათბურთელი ჯეი არ სმითი ლოს ანჯელესში უცნობ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი ამერიკელი მოთამაშის მანქანასთან მოხდა მას შემდეგ, რაც აქტივისთმა სმითის ავტომობილის ფანჯარა ჩაამსხვრია.

კალათბურთელმა კი სცემა და მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, თუ რატომ მოიქცა ასე:

„ვიღაც თეთრკანიანმა ჩემი მანქანის ფანჯარა ჩაამტვრია, გავეკიდე და ვცემე. მან არ იცოდა ვისი ფანჯარა გატეხა, ეს ინციდენტი არ იყო გამოწვეული რასობრივი სიძულვილით, ეს უბრალოდ შურისძიება გახლდათ ჩემი მანქანის დაზიანებისთვის და ჭკუა ვასწავლე“, - აღნიშნა სმითმა.

გეტყვით იმასაც, რომ კალათბურთელის მანქანის ფანჯარა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჩაამსხვრია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპორტესტებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112765