ფეხბურთი

11:37 | 2.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ოჯახის მამა ვარ" - პაიე ხელფასის შემცირების წინააღმდეგია

მარსელის „ოლიმპიკის“ ლიდერი დიმიტრი პაიე ხელფასის 30%-ით შემცირებას არ ეთანხმება. ფრანგი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ოჯახის მამაა, რომელსაც ფინანსური ხარჯები გააჩნია.

„ყველას ჰქონდა მოსაზრება ამ საკითხზე, ჩემი პოზიცია აშკარაა და აშკარა იყო. ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ასევე ვარ ოჯახის მამა, ისევე, როგორც ყველა სხვას, მეც მაქვს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯები. ჩემი ფუნქცია ჩემი ინტერესების და ოჯახის დაცვაა, ისე, რომ კლუბს საფრთხე არ შევუქმნა, ყველამ იცის, რამდენად ახლოს ვარ გუნდთან“, - თქვა პაიემ.

ცნობისთვის, ფრანგი შემტევის ხელფასი კვირაში თითქმის 100 ათას ევროს გამოიმუშავებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულად გამოცხადდა და „მარსელმა“ მეორე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114495