ფეხბურთი

21:54 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონაში" მინიმუმ 2021 წლამდე დარჩება

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის თანახმად არგენტინელს გუნდის დატოვება 2020 წელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლო, მაგრამ ეს არ გააქტიურდება.

შესაბამისად ლეო ისევ „კამპ ნოუზე“ დარჩება და თუ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მხოლოდ მომდევნო ზაფხულს იქნება შესაძლებელი სხვა გუნდში უსასყიდლოდ გადაბარგება.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს და პროფესიონალურ დონეზე „ბლაუგრანას“ გარდა სხვაგან არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113212