ფეხბურთი

18:46 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" იგალოს საიჯარო ხელშეკრულება გაუხანგრძლივა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოდიონ იგალოს საიჯარო ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელი „ოლდ ტრაფორდზე“ 2021 წლის 31 იანვრამდე დარჩება.

მოგეხსენებათ, ინგლისელებმა იგალო 6-თვიანი იჯარით გასულ ზამთარს ჩინური „შანხაი შენხუადან“ დაიმატეს.

იგალომ „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო და კლუბის ხელმძღვანელობა მასთან თანამშრომლობაში დაარწმუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116437