კალათბურთი

12:18 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ჩემთვის გასახარი იქნება, საქართველოს ნაკრებში ყველა მატჩს თუ ვითამაშებ"

ერთადერთი ქართველი, რომელიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს, 20 წლის გოგა ბითაძეა. იგი შარშან "ინდიანა პეისერსმა" დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და გასულ, არასრულ სეზონში, რომლის განახლებაც ზაფხულის ბოლოსკენ იგეგმება, საშუალოდ 8.4 წუთს თამაშობდა.

კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო გოგას მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდა და ვიდეოთამაშებთან ერთად “ლეგოს” მშვენიერი ინსტრუქტორიც გახდა. ბითაძე Zoom-ინტერვიუს მორიგი რესპოდენტია და ზემოთაღნიშნულ თემებთან ერთად NBA-ს სეზონის განახლების ვარიანტებზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, სერბეთის ძლევით გამოწვეულ სიამაყეზე, სანდრო მამუკელაშვილის ნბა-ში გადასვლის პერსპექტივაზე, ინდიანელ თანაგუნდელებზე და სხვა საინტერესო ამბებზე საუბრობს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120959