ფეხბურთი

10:26 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას დაუვიწყარი 2 წუთი - სეივები და აღებული პენალტი რუსეთის პრემიერლიგაში (+VIDEO)

2016 წლის 21 აგვისტო. გიორგი ლორია იმხანად სამარის "კრილია სოვეტოვის" კარს იცავდა და მისი გუნდი მოსკოვში "ლოკომოტივს" სტუმრობდა რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის ეგიდით.

შეხვედრა 0:0 რომ დასრულდა, ეს მთლიანად ჩვენებურის დამსახურებაა. გიორგი მთელი თამაში შესანიშნავად ირჯებოდა, მაგრამ პიკი 76-ე და 77-ე წუთი იყო. ამ მცირე მონაკვეთში ლორიამ ორი ურთულესი ბურთი მოიგერია, ხოლო გვირგვინი ალექსანდრ სამედოვისთვის აღებული პენალტი გახლდათ.

გავიხსენოთ ისიც, რომ იმ პერიოდში ქართველი კიპერი შესაშურ ფორმაში იმყოფებოდა და რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც არაერთხელ შეიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120493