ფეხბურთი

0:07 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საერთო ბევრი გვაქვს" - რონალდომ დღეისთვის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ თანამედროვე ფეხბურთში ხუთი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. „ფენომენს“ ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაზე ძლიერი ლიონელ მესია, ხუთეულში შეიყვანა კილიან მპაბე, რომელშიც საკუთარ თავს ხედავს.

„ჩემთვის ნომერ პირველი ლიონელ მესია. ასეთი ფეხბურთელის სანახავად კიდევ 20-30 წელი მაინც დაგვჭირდება. ასევე მომწონს სალაჰი, აზარი, ნეიმარი და მბაპე. კილიანი ძალიან სწრაფია, მან იცის როგორ გაიტანოს გოლი, ფანტასტიკური მოძრაობები აქვს, ორი ფეხით თამაშობს. ბევრი გვაქვს საერთო, მართალია, მაგრამ არ მომწონს შედარებები, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელები ვართ“, - უთხრა რონალდომ As-ს.

როგორც ხედავთ, ბრაზილიელის საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ. შესაძლოა „ფენომენს“ დაავიწყდა, შეიძლება არა, ფაქტია სიაში „იუვენტუსის“ თავდამსხმელი არ დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114857