ფეხბურთი

18:41 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფაბიან რუისის ტრანსფერს განიხილავს

კატალონიის „ბარსელონა“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შეძენას ცდილობს, თუმც სათადარიგო ვარიანტიც ჰყავს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ბოსნიელის ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი იქნება, კატალონელები „ნაპოლის“ ესპანელი ლეგიონერის, ფაბიან რუისის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

იტალიელები ნიჭიერ ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებენ, მაგრამ არა გამორიცხული ვაჭრობის პროცესში აურელიო დე ლაურენტისმა ფასს დააკლოს.

შეგახსენებთ, ფაბიან რუისი „ნაპოლიში“ 2018 წელს სევილიის „ბეტისიდან“ გადავიდა და დღემდე 72 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115334