ფეხბურთი

13:59 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მწვრთნელი: "ვალენსიასთან" თამაშის მერე საშინლად ვიყავი, მეშინოდა"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ჰქონდა. იტალიელი რთულ დღეებს იხსენებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე „ვალენსიასთან“ საპასუხო მატჩის დღეებში გამოიარა.

„შეშინებული ვიყავი. „ვალენსიასთან“ თამაშის წინა დღეს ავად ვიყავი, მატჩის მერე კიდევ უფრო უარესად. მომდევნო ორი ღამე ძალიან ცოტა მეძინა, სიცხე არ მქონდა. ყოველ ორ წუთში სასწრაფო დახმარების მანქანა მოდიოდა, თითქოს ომი იყო. ღამით ვფიქრობდი: „თუ იქ შევალ, რა დამემართება? ახლა წასვლა არ შემიძლია, იმდენი რამ მაქვს გასაკეთებელი...“ ნამდვილად ასე ვფიქრობდი, მეგონა მოვკვდებოდი“, - უთხრა გასპერინიმ Gazzetta Dello Sport-ს.

შეგახსენებთ, „ატალანტა“ – „ვალენსია“ ჩემპიონთა ლიგაზე 19 თებერვალს და 10 მარტს დაუპირისპირდნენ. მილანში გამართულ დაპირისპირებას მოგვიანებით ბიოლოგიური ბომბიც უწოდეს.

0.125457