ფეხბურთი

1:43 | 31.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

1130 ტესტი და ყველა უარყოფითი პასუხი - პრემიერლიგაში კორონავირუსი არ დაფიქსირდა

ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსის მასობრივი ტესტირების რიგით მეოთხე ეტაპი ჩატარდა და წინა სამი ტესტირებისგან განსხვავებით, ამჯერად არცერთი დადებითი პასუხი არ დაფიქსირებულა.

როგორც ლიგის ვებგვერდი იტყობინება, საერთო ჯამში 1130 ადამიანი შეამოწმეს და ვირუსი არცერთს აღმოაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერლიგის განახლების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა - 17 ივნისი.

0.113496