ფეხბურთი

17:23 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთ წლის წინ: საფეხბურთო ცაზე ჰოლანდის ვარსკვლავი გამოჩნდა

ზუსტად ერთი წლის წინ საფეხბურთო სამყარომ ერლინგ ჰოლანდი გაიცნო. 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ნორვეგია ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ჰონდურასი 12:0 გაანადგურა.

ამ მატჩამდე ფართო საზოგადოებისთვის ერლინგ ჰოლანდის გვარი სრულიად უცნობი იყო, თუმცა ნორვეგიელმა ტალანტმა ნამდვილი ბენეფისი მოაწყო და 9 გოლი გაიტანა, რაც მანამდე ვერავის მოეხერხებინა!

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდს სხვა მატჩებში თავი არ გამოუჩენია, ესეც საკმარისი გამოდგა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოეპოვებინა.

მას შემდეგ ჰოლანდმა კიდევ არაერთხელ გააოცა გულშემატკივარი და ახლა უკვე ერთ-ერთი კაშკაშა ტალანტია. 41 მატჩი და 36 გოლი ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში. ჰოლანდის ვარსკვლავი საფეხბურთო ცაზე ზუსტად ერთი წლის წინ განათდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121636