ფეხბურთი

14:26 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფლეიბოიდან ფეხბურთში - რუმინელი ლამაზმანი გუნდის პრეზიდენტობას აპირებს

ფლეიბოის ყოფილი ვარსკვლავი ანამარია პროდანი მზადაა რუმინული საფეხბურთო კლუბი „ჰერმანსტადტი“ შეიძინოს და პრეზიდენტი გახდეს.

როგორც 47 წლის ანამარიამ განაცხადა, გუნდის ვალს, რომელიც 700 000 ევროს შეადგენს გადაიხდის და მმართველობას შეუდგება.

აღსანიშნავია, რომ პროდანისთვის საფეხბურთო სამყარო უცხო სულაც არაა. წარსულში ყოფილ ფეხბურთელ ლაურენცუ რეჯემკაფზე იქროწინა, ხოლო მოგვიანებით აგენტის კარიერა დაიწყო.

სწორედ მის სახელს უკავშირდება რუმინეთის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, როდესაც 2016 წელს ნიკოლაე სტანჩუ ბუქარესტის „სტიაუადან“ ბრიუსელის „ანდერლეხტში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111729