ფეხბურთი

10:39 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

50 მილიონი და ბონუსი - იკარდის მომავალი გაირკვა

„პარი სენ ჟერმენმა“ და მილანის „ინტერმა“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს მაურო იკარდის ტრანსფერის შესახებ. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგები არგენტინელს გამოისყიდიან.

შეთანხმების საფუძველზე პსჟ 50 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსის სახით 7 მილიონი ევროც დაემატება.

იკარდი პარიზში გასულ ზაფხულს იჯარით გადავიდა და კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევრო ეწერა, მაგრამ შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო იტალიელებმა ღირებულება დააკლეს.

აქვე გეტყვით, რომ მაურომ 2019-2020 წლების სეზონში პსჟ-ს რიგებში ჩატარებულ 31 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

0.115413