ფეხბურთი

20:36 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე გომეში: "ბარსელონაში" თავიდან ბუცებიც არ მქონდა"

ლივერპულის „ევერტონის“ ფეხბურთელი ანდრე გომეში „ბარსელონას“ მადლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიაში წარუმატებელი პერიოდი გაატარა.

პორტუგალიელი იმ ფეხბურთელებშია, რომელსაც როგორც კრიშტიანუ რონალდუს, ისე ლიონელ მესის გვერდით უთამაშია და ორივეს შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ბარსელონაში“ პირველივე დღეს გაუგებრობა მოხდა და სავარჯიშოდ ბუცებიც არ მქონდა, ბუსკეტსმა თავისი მათხოვა. „ბარსაში“ ყოფნა ჩემი კარიერის ყველაზე მაღალი წერტილია, კლუბის ძალიან მადლობელი ვარ.

მესი და რონალდუ? ორივესგან ძალიან ბევრი ვისწავლე, უზარმაზარი ნიჭის მქონე მოთამაშეები არიან. მაგრამ განსაკუთრებით საოცარი მენტალიტეტია გამოსარჩევი. ყოველთვის გამარჯვება უნდათ და ძალიან ბრაზდებიან, როდესაც ამას ვერ ახერხებენ, თუნდაც ამხანაგური თამაში იყოს. მესის და კრიშტიანუს მენტალური ძალა საოცარია“, - თქვა ანდრე გომეშმა.

შეგახსენებთ, ანდრე გომეში „ბარსელონაში“ 2016-2018 წლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ „ევერტონში“ გადავიდა.

0.106641