ფეხბურთი

17:11 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ასოციაციის თასის ახალი კალენდარი ცნობილია

ინგლისის ასოციაციის თასის თასის გაახლებული კალენდარი ცნობილია. ტურნირი, მარტში მეოთხედფინალურ სტადიაზე შეწყდა და ივნისიდან გაგრძელდება.

27-28 ივნისს 1/4 ფინალები გაიმართება, 18-19 ივლისს ნახევარფინალები, ხოლო 1 აგვისტოს ფინალი „უემბლის“ სტადიონზე.

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალური მატჩები ასეთია:

„ლესტერი“ – „ჩელსი“

„ნიუკასლი“ – „მანჩესტერ სიტი“

„შეფილდ იუნაიტედი“ – „არსენალი“

„ნორვიჩი“ – „მანჩესტერი“

0.116107