ფეხბურთი

14:05 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" ძირითად გუნდში დააწინაურეს

“ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში დააწუნაურა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა AS-ი წერს.

ჩვენებურმა კორონავირუსზე ტესტი წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

20 წლის ქართველ შემტევს დაწინაურების შანსი მას მერე მიეცა, რაც ნიკოლა ვუჩკევიჩმა ტრავმა მიიღო და ის რამდენიმე დღე ვარჯიშს ვერ შეძლებს. ესპანური კლუბი კი ქოჩორაშვილის პროგრესში დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი „ლევანტეში 2019 წლის ზაფხულში „საბურთალოდან გადავიდა და კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ჩვენებური ესპანური კლუბის დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113182