თამაშგარე

11:34 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიკი ოდინცოვამ რონალდუ უარყო?

ტურინის “იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ რომ ქალებში დიდად პოპულარული ვინმეა - ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ისიც ვიცით, რომ კრიშტიანუს ცნობილი თუ ნაკლებად პიპულარული გოგონებისგან გაცნობის მოთხოვნით ტვინი აქვს წაღებული.

თუმცა, რუსი მოდელი ვიკი ოდინცოვა ამბობს, რომ ყველა ქალის ერთნაირი არაა და ამ ორიოდე წლის წინ პორტუგალიელი ფეხბურთელი მას აქეთ ეხვეწებოდა გაცნობას. ვისკის თქმით კრიშტიანუ გაცნობის თხოვნითთ მესიჯებსაც უგზავნიდა, მაგრამ მან დააიგნორა და ახლა ამ ამბავს დიდი სიამაყით იხსენებს.

ვიკი ოდინცოვა უკანასკნელ პერიოდში გამორჩეულად პოპულარული სოციალურ ქსელ “ინსტრაგრამზე“ საკუთარი ფოტოების გამოდების შემდეგ გახდა. მის გამომწერთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანია და არაა გამორიცხული მექალთანე რონალდუსაც თუ მოეწონა, მაგრამ ამ გოგოს ამბიციურობა მაინც ცოტა ზედმეტი გვეჩვენება...

0.101313