ფეხბურთი

12:29 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დ'ამიკო: "მესი "ბარსელონას" თუ დატოვებს, ჩვენთან წამოვა"

„ნიუელს ოლდ ბოიზის“ ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან დ’ამიკო დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესი „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში მშობლიურ გუნდს დაუბრუნდება.

მაგრამ, დ’ამიკოს ისიც ესმის, რომ ეს მხოლოდ „ნიუელსზე“ და მის შესაძლებლობებზე არ იქნება დამოკიდებული.

„თუ „ბარსელონას“ დატოვებას გადაწყვეტს, „ნიუელსში“ ითამაშებს. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაც უნდა დაგვეხმაროს, ტაპია მისი მეგობარია“, - აღნიშნა დ’ამიკომ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი „ნიუელს ოლდ ბოიზის“ აკადემიაში 1994-2000 წლებში ირიცხებოდა.

0.120088