ფეხბურთი

12:00 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი: "ჩემპიონატის ლიდერი "რეალი" რომ იყოს, სეზონს დაასრულებდნენ"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი მიიჩნევს, რომ ესპანეთში სეზონს არ ასრულებენ, რადგან გათამაშებას „ბლაუგრანა“ ლიდერობს და არა მადრიდის „რეალი“.

„რეალი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე რომ იყოს სეზონის შეწყვეტის მომენტში, სეზონს დასრულებულად გამოაცხადებდნენ და ტიტულს გადასცემდნენ.

ნეიმარი? სიამოვნებით ვიხილავდი „ბარსაში“ დაბრუნებულ ნეიმარს. ვიცი, რომ შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს გუნდის წარმატებაში, თუმცა კონტრაქტის პუნქტების შესახებ არაფერი ვიცი. ვიმეორებ, ვაპატიებდი გუნდიდან წასვლას და მინდა, რომ დაბრუნდეს.

საუკეთესო მოგონება „უემბლიზე“ კუმანის გოლია. ამაზე საუბარს მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“, - თქვა გასპარმა.

აქვე გეტყვით, რომ გასპარი „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2000-2003 წლებში იყო. ცნობისთვის, ლა ლიგას ამ დროისთვის „ბარსა“ ლიდერობს და „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111388