ფეხბურთი

1:55 | 29.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გეფიცებით, თვითმფრინავი შეირყა" - "მარსელის" ექსმწვრთნელმა დროგბას და მისი თანაგუნდელის ჩხუბი გაიხსენა

მარსელის „ოლიმპიკის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე ანიგომ დიდიე დროგბასა და აჰმედ ჰოსამ მიდოს ჩხუბი გაიხსენა.

როგორც ანიგო იხსენებს, კოტ დივუარელმა და აფრიკელმა თვითმფრინავში იჩხუბეს, რამაც თვითმფრინავის შერყევაც გამოიწვია.

„თვითმფრინავში ვიყავით, ევროპიდან, გასვლითი მატჩიდან ვბრუნდებოდით. მიდო ჩვეულებრივ ხუმრობდა და უცნაურ რაღაცებს ამბობდა. თუმცა დროგბას ეს არ მოეწონა და მათ მაშინვე ჩხუბი დაიწყეს. გეფიცებით თვითმფრინავი შეირყა, ტურბულენტობა გამოიწვია. ორივე მძიმეწონოსანი იყო. ჩვეულებრივ ისინი მეგობრები იყვნენ,მაგრამ ამ დროს მათი სულები აფეთქდა“, - გაიხსენა ანიგომ.

შეგახსენებთ, დიდიე დროგბა და აჰმედ მიდო თანაგუნდელები მარსელის „ოლიმპიკში“ 2003-2004 წლების სეზონში იყვნენ და ფრანგული გუნდი უეფას თასის ფინალში გავიდა, სადაც „ვალენსიასთან“ (0:2) წააგო.

0.102744