ფეხბურთი

14:13 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არგენტინის 10 ნომერი სამუდამოდ ჩემია" - მარადონა მესის არ აღიარებს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ დიეგო მარადონამ საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე 1985 წელს არგენტინა - ვენესუელას მატჩის კადრები გამოაქვეყნა და წერილიც დაურთო.

დიეგო წერს, რომ მაშინ სრულიად განსხვავებული ფეხბურთი იყო და ჟურნალისტები შედარებებს არ უნდა აკეთებდნენ. მარადონა იმაშიც დარწმუნებულია, რომ არგენტინის ნაკრების 10 ნომერი სამუდამოდ მისი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ წლებია ლიონელ მესი ატარებს.

„დღეს ამ თამაშის 35 წლის იუბილეა, პლეი-ოფის მატჩი ვენესუელასთან, 1985 წელს. მე უკვე მქონდა ორი ამხანაგური თამაში პარაგვაისთან და ჩილესთან ნათამაშები, რამდენიმე დღით ადრე, თუმცა ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა 1982 წლის მუნდიალის შემდეგ. ამ თითქმის 3 წელიწადში მე მქონდა ჰეპატიტი, ტერფის ტრავმა და პრობლემები, რომელთანაც დაპირისპირება უცხოეთში მოთამაშეებს გვქონდა ეროვნულ ნაკრებში ჩამოსასვლელად. კლუბები ფიფას თარიღების შექმნამდე არ იყვნენ ვალდებულნი ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში გაეშვათ. ეს იყო სხვა ფეხბურთი, სხვა სამყარო.

ვენესუელაში ჩასვლისთანავე, სასტუმროში შესვლისას ერთმა ადამიანმა მუხლზე დამარტყა. ეს დღეს არ მოხდებოდა. ამიტომ ვეუბნები ჟურნალისტებს, რომლებიც ათას შედარებას, ათას სტატიტისკას აკეთებს, შედარება არ შეიძლება, მაშინ ისე არ იყო, როგორც დღეს, ყველაფერი განსხვავებული გახლდათ: მოედნები, ბურთები, მსაჯები, ვარჯიშები, კვება, მედიცინა, მედია, ტრანსპორტი, სასტუმროები... სამართლიანი თამაში არ არსებობდა. ამიტომ, ბილარდო ისეთ ფეხბურთელებს არჩევდა, რომლებიც ევროპაში არ თამაშობდნენ. პასარელა, ბურუ, ვალდანო არ თამაშობდნენ, მათ არ მისცეს ამის უფლება. არასდროს გამიხდია არგენტინის ნაკრების მაისური, 10 ნომერი სამუდამოდ ჩემი იქნება“, - დაწერა მარადონამ.

0.114004