სხვა

12:07 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

გახარია: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოლიმპიელებს შევუქმნათ ვარჯიშისთვის იდეალური პირობები"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ განახლდეს პანდემიის გამო შეჩერებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა.

სეოკ-ის ამ ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სწორედ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა პრემიერს თხოვნით, დადებითად გადაეწყვიტა ეს საკითხი.

გიორგი გახარიას პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია მთავრობის მხრიდან, რათა ჩვენს ოლიმპიელებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ან უკვე მოპოვებული აქვთ ოლიმპიური თამაშების საგზური, შევუქმნათ იდეალურთან მიახლოებული სავარჯიშო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო ამ სპეციალურ რეკომენდაციებს და პროტოკოლებს მოამზადებს, განსაკუთრებით ოლიმპიელების ნაწილში. უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ხალხმა დაიწყოს ვარჯიში და წვრთნა."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119333