ფეხბურთი

1:23 | 28.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სერბეთში სეზონს მაყურებლებით განაახლებენ

სერბეთის ჩემპიონატი 1 ივნისიდან განახლდება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლვათ, რომ მაყურებლებს მატჩზე დასწრება შეეძლებათ.

გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით კორონავირუსის საგანგებო კომიტეტმა მიიღო, თუმცა ქომაგებს უსაფრთხოების ზომების დაცვა მოუწევთ.

მთავარი მოთხოვნა სოციალური დისტანციის დაცვა იქნება და გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მივლენ, ერთმანეთისგან 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

შეგახსენებთ, სერბეთის ჩემპიონატი მარტში შეწყდა, გათამაშებას „ცრვენა ზვეზდა“ ლიდერობს, რომელიც „პარტიზანს“ 11 ქულით უსწრებს.

0.116448