ფეხბურთი

18:22 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტური "იუვენტუსში" გადასვლის წინააღმდეგია

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურ მელოს „იუვენტუსში“ გადაბარგება არ უნდა. Mundo Deportivo-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ „ბარსა“ დატოვოს და იტალიაში ითამაშოს.

როგორც წყარო იტყობინება, არტურმა აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობა „იუვეს“ სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის.

შეგახსენებთ, რომ კლუბები არტურისა და მირალემ პიანიჩის ბარტერს გეგმავდნენ, თუმცა ფეხბურთელის უარი დიდი ალბათობით, სიტუაციას შეცვლის.

0.109623