კალათბურთი

17:50 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საუკეთესო გადაწყვეტილებაა" - შერმადინმა "ტენერიფესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ცენტრლა გიორგი შერმადინმა „იბეროსტარ ტენერიფემ“ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი „ტენერიფეს“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემი კარიერის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს გუნდი ყველაფერს მაძლევს, ვარჯიშებს, მოედანზე თავისუფლებას, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები, ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და ეს საუკეთესო ვარიანტია ჩემთვის“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი „იბეროსტარ ტენერიფეს“ გასულ ზაფხულს „უნიკახადან“ შეუერთდა, ლიგა ენდესაშია საშუალოდ 15.8 ქულას და 5.7 მოხსნას აგროვებდა 18.2 მარგი ქმედების კოეფიციენტით. 2019-2020 წლების სეზონში ჩვენებური ოთხჯერ გახდა მატჩის და ერთხელ თვის (დეკემბრის) საუკეთესო მოთამაშე.

0.149967