ფეხბურთი

16:16 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ნაბიჯი განახლებისკენ - პრემიერლიგაში გუნდური და კონტაქტური ვარჯიში ნებადართულია

ინგლისის პრემიერლიგამ განახლებისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა და კლუბებს კონტაქტური, გუნდურად ვარჯიშის უფლება მისცა.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი პრემიერლიგის სეზონის განახლებისკენ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია უსფართხოების პირობების დაცვა. გუნდებს ახლა შეუძლიათ ჯგუფურად ივარჯიშონ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის კლუბებს რამდენიმე დღის წინ მიეცათ მცირე ჯგუფებით, უკონტაქტოდ ვარჯიშის უფლება, ახლა კი მეორე ეტაპზე გადავიდნენ.

ჯერჯერობით ისევ უცნობია სეზონის განახლების ზუსტი თარიღი, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი ჰიპოთეზაა, რომ ჩემპიონატი 12-14 ივნისის უიქ-ენდზე განახლდება.

0.110314