ფეხბურთი

15:15 | 27.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის ინგლისელი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადარ „მორეკამბის“ ფეხბურთელი კრისტიან მბულუ მოულოდნელად გარდაიცვალა. რამ გამოიწვია 23 წლის მცველის სიკვდილი, ჯერჯერობით უცნობია.

„გულწრფელად ვწუხვართ კრისტიანის გარდაცვალების გამო. მთელი გულით ვუსამძიმრეთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ ძალიან დიდი მწუხარების დროს“, - ნათქვამია „მორეკამბის“ განცხადებაში.

ინგლისელი ფეხბურთელის ცხედარი 26 მაისს, ლანკაშირის პოლიციამ გარდაცვლილის სახლში იპოვა.

კრისტიან მბულუ „მორეკამბში“ იანვარში გადავიდა, ხოლო მანამდე „ბრენტვუდის“, „მილუოლის“, „ბრაინთ თაუნის“, „მოზერველის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113198