ფეხბურთი

23:13 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ჩემპიონობას წინ მხოლოდ დრო უდგას

„ვერცხლის სინი“ ისევ მიუნხენის „ბაიერნის“ საკუთრება იქნება, ოფიციალურად იქამდე ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ ფაქტია წყალი არ გაუვა. „რეკორდმაისტერის“ უპირატესობა უკვე სოლიდურია, „დერ კლასიკერმა“ ყველა კითხვის ნიშანი გააქრო.

„დორტმუნდს“ კი პრაქტიკულად ბოლო შანს ჰქონდა, რომ ჩემპიონობაზე გაეწია, ამისთვის „ბაიერნის“ უსათუოდ დამარცხება იყო საჭირო, მაგრამ ფაქტია ლუსიენ ფავრის გუნდმა დასახულ ამოცანას თავი ვერ გაართვა. „ბორუსიას“ საგოლე შანსები ჰქონდა, შეეძლო გაეტანა, მაგრამ ვერ გაიტანა, რაშიც მანუელ ნოიერის წვლილი დიდია.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი, რაც ჯოშუა კიმიხმა გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის მიწურულს რომან ბიურკის საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი თავზე გადაუგდო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ამრიგად, მიუნხენელები წინ 7 ქულით გაიჭრნენ, სეზონის ფინიშამდე კი მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი და თავად განსაჯეთ რამდენად რეალურია, რომ „რეკორდმაიტერმა“, რომელიც თვეები დაუჯერებელ ფორმაშია, ეს უპირატესობა ქარს გაატანოს.

„დორტმუნდი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 კიმიხი (43)

თეგებიბუნდესლიგა
0.126642