ფეხბურთი

19:12 | 26.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იკარდის გამოსყიდვასთან ახლოსაა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მილანის „ინტერიდან“ მაურო იკარდის გამოისყიდის. ESPN-ის ინფორმაციით, პარიზელები ახლოს არიან იტალიურ გრანდთან შეთანხმება მიაღწიონ.

იკარდის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევროა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მცირე ფასდაკლება შედგება. 55 მილიონი ევრო, რასაც 5 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

იკარდი პსჟ-სთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 10 მილიონ გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი „პარი სენ ჟერმენს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და 31 მატჩში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111969