ფეხბურთი

23:10 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ციურიხი" ხარაბაძის გამოსყიდვას არ აპირებს

შვეიცარიული „ციურიხი“ ლევან ხარაბაძის სატრანსფერო უფლებებს არ გამოისყიდის და ქართველ ფეხბურთელს „დინამო თბილისში“ დაბრუნება მოუწევს.

როგორც Sport.ch-ის ინფორმაციით, „ციურიხი“ ხარაბაძესთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, ლევან ხარაბაძე „ციურიხში“ „დინამოდან“ იჯარით 2019 წლის იანვარში გადავიდა. ქართველმა მცველმა დაუყოვნებლივ შეძლო ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება.

ლევანმა მიმდინარე სეზონიც სასტარტოში დაიწყო, მაგრამ სექტემბერში ძირითადში ადგილი დაკარგა, მერე კი ტრავმაც მიიღო და ამ დრომდე უქმობს. დღემდე ჩვენებურმა "ციურიხის" მაისურით 28 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

0.126849