კალათბურთი

17:10 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევროლიგის სეზონი დასრულებულად გამოაცხადეს

ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონ ოფიციალურად დასრულდა. ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, შედეგად, სეზონი დასრულებულად გამოაცხადა და ჩემპიონიც არ გამოვლენილა.

აღსანიშნავია, რომ 18-ვე გუნდი, რომელიც ამ სეზონში ევროლიგაში თამაშობდა, 2020-2021 წლების სეზონშიც ითამაშებენ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირში.

ევროლიგის გარდა, დასრულდა ევროთასის 2019-2020 წლების სეზონიც და ამასთან უკვე დასახელდა მომდევნო სეზონის სასტარტო თარიღებიც. ევროლიგა 1 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ევროთასი ერთი დღით ადრე - 30 სექტემბერს.

აქვე გეტყვით, რომ ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონი 28 ტურის თავზე დაიხურა და თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ 12 მოგებით და 16 წაგებით მე-13 ადგილი დაიკავა.

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111824